გიორგი ადამიას დარჩენას სთავაზობენ

AutoSharing Option
გიორგი ადამიას აზერბაიჯანული "ყარაბახის" ხელმძღვანელობამ წარმატებული სეზონი დაუფასა და ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა დაუდასტურა.

30 წლის ადამიამ მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში იგი მეორე ადგილზეა. მომავალ სეზონში "ყარაბახთან" ერთად იგი ევროპის ლიგაზე ითამაშებს. "ყარაბახი" ჩემპიონატში ან მეორე ადგილზე გავა, ან მესამეზე – ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

ადამია აზერბაიჯანში 2004 წელს წავიდა და "ყარაბახამდე" "ნეფთჩისა" და "ბაქის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული