კალაძე კოჭმა შეაწუხა

AutoSharing Option
გუშინ "ჯენოას" ვარჯიშზე კახა კალაძემ კოჭი გადაიბრუნა და წვრთნა ნაადრევად დაასრულა, თუმცა გენუური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩვენთვის დამაიმედებელი ინფორმაციაა გამოქვეყნებული - საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ტრავმა საგანგაშო არ არის, თუმცა საიტი იმასაც იტყობინება, რომ შესაძლოა, კახამ შაბათს "ლაციოსთან" გასამართი მატჩი გამოტოვოს.

იმედია, კალაძეს მხოლოდ ეს შეხვედრა გაუცდება, თორემ ხორვატიასთან ევროშესარჩევი დაპირისპირება კარსაა მომდგარი, საქართველოს ნაკრები კი მის გარეშე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. შეგახსენებთ, სპლიტში დისკვალიფიკაციის გამო ლევან კობიაშვილი და ოთარ მარცვალაძე ვერ ითამაშებენ, ხოლო ალექსანდრე ამისულაშვილისა და ჯანო ანანიძის
დროულად მომჯობინება ჯერ კიდევ საეჭვოა.

33 წლის კალაძემ, რომელიც "ჯენოაში" ამ სეზონში გადავიდა, მიმდინარე სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრების ღირსება ყველა შეხვედრაში დაიცვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპლიტში კახას გარეშე ძალიან გაგვიჭირდება.მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
guja kakhadze
18:11 14-05-2011
0

სიახლეები პოპულარული