ადამია მეგოლეების თავშია

AutoSharing Option
გუშინ გიორგი ადამიამ გაიბრწყინა. ქართველმა შემტევმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში აგდამის "ყარაბახს" უკვე გაჩემპიონებულ ბაქოს "ნეფთჩისთან" 3:0 მოაგებინა და სამივე გოლი თავად გაიტანა. მან გოლები მე-5, მე-12 და 49-ე წუთებზე გაიტანა. მესამედ მან მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანით დალაშქრა.

ამ ჰეთ-თრიქით ადამიას 17 გოლი დაუგროვდა, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში მოექცა და უახლოესი მდევარი ორი გოლით ჩამოიტოვა. თანაც "ყარაბახმა" მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

პრემიერლიგაში დასარჩენად მებრძოლ ექვსეულში კი "განჯამ" "გაბალას" უმასპინძლა და მეტოქეები ერთმანეთს უგოლოდ გაეყარნენ. მასპინძელთა ძირითადში იყო ზურაბ ძამსაშვილი, რომელიც
მე-80 წუთზე შეცვალეს. სტუმართა კაპიტანმა გოგა ბერაიამ კი შეუცვლელად ითამაშა.

"მუღანმა" შინ მოიკ-ს 1:0 სძლია, რაშიც წვლილი გიორგი გულორდავამაც დაიდო. იგი სასტარტოში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული