ქართველ გულშემატკივარს შეუძლია მშვიდად იყოს - თუ კიდევ რამე უსიამოვნება არ შეემთხვათ, კახა კალაძე და ჯანო ანანიძე 3 ივნისს ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებენ. შეგახსენებთ, ტრავმის გამო კალაძეს რამდენიმე დღე გაუცდა, ანანიძეს - შედარებით ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა ახლა ორივეს მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.
კახამ კოჭის ტკივილის გამო სერია A-ს წინა ტურში "ლაციოსთან" მატჩი გამოტოვა, თუმცა "ჯენოას" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავს უკვე კარგად გრძნობს და 22 მაისს იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ჩეზენასთან" თამაშს შეძლებს.
რაც შეეხება ჯანოს, მან უკვე დაასრულა
ინდივიდუალური პროგრამა და "სპარტაკის" ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. რუსული პრემიერლიგის შემდეგ ტურში "სპარტაკი" ალექსანდრე ამისულაშვილის "კრასნოდარს" ეთამაშება და ანანიძის მოედანზე ხილვა სავსებით შესაძლებელია.