გამართლდა აგდამის "ყარაბახის" მთავარი მწვრთნელის, გურბან გურბანოვის სიტყვები და კლუბმა გიორგი ადამიას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, 30 წლის ქართველი თავდამსხმელი "ყარაბახში" მომავალი წლის ივნისამდე დარჩება.
შეგახსენებთ, ადამია 17 გოლით აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას და პირველობამდე ბევრი აღარაფერი აშორებს.
ზაფხულში "ყარაბახი" ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩაებმება.