"ინტერის" ქართველები უტიტულოდ და უევროპოდ

AutoSharing Option
გუშინ აზერბაიჯანის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ბაქოს "ინტერი" და ლენქორანის "ხაზარი" დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "ინტერმა", რომლის ღირსებასაც გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი, დავით ოდიკაძე, კახაბერ მჟავანაძე და ბაჩანა ცხადაძე იცავენ, მატჩისშემდგომი პენალტების სერია წააგო და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

ფინალის ძირითადი დრო არცთუ სანახაობრივი გამოდგა, ერთადერთი რეალური საგოლე შანსი რობერტას პოშკუსმა გააფუჭა. სამაგიეროდ, "ხაზარი" დამატებითი დროის პირველივე წუთზე დაწინაურდა. კოსტარიკელმა ვინსტონ პარკსმა, რომელიც გულშემატკივრებს მოსკოვის "ლოკომოტივიდან" უნდა ახსოვდეთ, აბრამიძეს თავგზა აუბნია და ლომაიას ახლო
კუთხეში გაუტანა.

ოდიკაძის პასით ლატვიელმა კარლსონსმა მალევე გაათანაბრა და საქმე თერთმეტმეტრიანებზე მიდგა, სადაც "ხაზარმა" 4:2 გაიმარჯვა. ქართველთაგან პენალტი მხოლოდ ოდიკაძემ დაარტყა და გაიტანა.

ლომაიამ, აბრამიძემ და ოდიკაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს, მჟავანაძე მოედანზე მე-80 წუთზე გავიდა, ცხადაძე სათადარიგო იყო, კანდელაკი კი ტრავმირებულია.

ეს "ინტერის" ისტორიაში, რომელსაც აზერბაიჯანის თასი არასდროს მოუგია, მეოთხე წაგებული ფინალი იყო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული