ადამია ფლანგზეც თანახმაა

AutoSharing Option
"ყარაბახი" ევროსარბიელზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ევროპის ლიგის მესამე ეტაპის პორველ მატჩში აზერბაიჯანულმა კლუბმა სტუმრად პოლონური "ვისლა" დაამარცხა, რაშიც საკუთარი წვლილი გიორგი ადამიამაც შეიტანა.

"ძალიან გახარებული ვარ, რადგან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. კონტრშეტევებზე თამაში ავირჩიეთ და ამ ტაქტიკამ გაამართლა. მხოლოდ ერთი ბურთით კი არა, გაცილებით სოლიდური სხვაობით გამარჯვებაც შეგვეძლო", - თქვა ადამიამ.

მას ამპლუის შეცვლაზეც ჰკითხეს. გიორგი, რომელიც აქამდე უმეტესად მოედნის ცენტრში თამაშობდა, "ვისლასთან" შეხვედრაში შეტევის მარცხენა ფრთაზე გაამწესეს. ადამიას ახალ პოზიციაზე თამაში მოეწონა: "თავი ფლანგზეც კომფორტულად
ვიგრძენი. მართალია, ცენტრში მირჩევნია, მაგრამ თუ გუნდს სჭირდება, ნებისმიერ ამპლუაში სათამაშოდ მზად ვარ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული