მაკლარენი ჟორდანიას რჩეულია

AutoSharing Option
ბრიტანული პრესის ცნობით, დიდია იმის ალბათობა, რომ არნემის ”ვიტესი" სტივ მაკლარენმა ჩაიბაროს. როგორც ამბობენ, ჰოლანდიური კლუბის ქართველ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას ინგლისელ სპეციალისტთან კონტრაქტის გაფორმება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და საამისო სახსრებიც გააჩნია.

მედია იმასაც იტყობინება, რომ მაკლარენი რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიაში იყო ჩასული, სადაც ჟორდანიასა და ”ვიტესის" სხვა ხელმძღვანელებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, მაკლარენი ცნობილი ”მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწედ მუშაობისას გახდა, რასაც ”მიდლსბროში" წარმატებული საქმიანობა მოჰყვა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა კი მაკლარენმა კრახით დაასრულა - გუნდი
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გაიყვანა. ბოლოს იგი გერმანულ ”ვოლფსბურგში" მუშაობდა, ჰოლანდიასთან კი სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს - შარშან ”ტვენტე" გააჩემპიონა.

”ვიტესის" მთავარი მწვრთნელის პოსტი კი ჯერ ვაკანტური არ არის, თუმცა გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე საეჭვოა, ესპანელმა ალბერტ ფერერმა თანამდებობა შეინარჩუნოს.

სულ რამდენიმე დღეც და გავიგებთ, გაწვრთნის თუ არა მაკლარენი გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული