გორელმა მცველმა თამაში "დილაში" დაიწყო, საიდანაც თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა, კარიერის საუკეთესო წლები კი "შერიფში" გაატარა.
დნესტრისპირელებთან ერთად იგი 10-ჯერ გახდა მოლდოვის ჩემპიონი, 7-ჯერ თასი, 4-ჯერ კი სუპერთასი მოიგო. "შერიფის" შემადგენლობაში თარხნიშვილმა "თანამეგობრობის თასზეც" გაიმარჯვა და ბოლო ორ სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.
"შერიფში" ჩატარებული მატჩებით ვაჟა რეკორდსმენია - 491 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი ორი მატჩი ჩაატარა.
"შერიფის"