მარცვალაძის დუბლი და ძირითადში დაბრუნებული ქართველები [+VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 10 ივნისს რუსული პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა და ტურის ერთ-ერთ გმირად ოთარ მარცვალაძე იქცა. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველმა ფორვარდმა "კრილია სოვეტოვთან" 2:0 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა.

მარცვალაძემ სრულად ითამაშა და "ჩემპიონატ.რუ"-სგან 6.5 ბალი მიიღო. გოგიტა გოგუა (6) 84-ე წუთზე შეცვალეს, გია გრიგალავამ და ლაშა სალუქვაძემ კი თამაში დაიწყეს და ჩაამთავრეს და 5.5-იანი შეფასება დაიმსახურეს. მათე ვაწაძე სათადარიგო იყო.

"ანჟიმ" ნალჩიკის "სპარტაკს" 2:0 სძლია და მახაჩყალელთა კარი ნუკრი რევიშვილმა დაიცვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო
ვერ დაეხმარა. რევიშვილი 6-იანით შეაფასეს. "სპარტაკის" ძირითადში იყო დავით სირაძე, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს და 5-იანი დაუწერეს.

სეზონში პირველად გაამწესეს ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" სასტარტოში. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი 78-ე წუთზე დაასვენეს. "სახალხო გუნდმა" შინ ყაზანის "რუბინს" ვერაფერი დააკლო - 0:0.

გროზნოს "ტერეკმა" საკუთარ მოედანზე 2:4 წააგო მოსკოვის ცსკა-სთან. მასპინძელთა რიგებში მეორე ტაიმი ჩაატარა ლევან გვაზავამ, რომელმაც 6-იანი დაიმსახურა.

"კრასნოდარმა" სტუმრად 3:1 სძლია "როსტოვს". კრასნოდარელთა გამოჯანმრთელებულმა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 6-იანი დაიმსახურა.

იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული