ნალჩიკის "სპარტაკი" მოსკოვში "ლოკომოტივთან" 1:3 დამარცხდა, არადა, პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარა. 21-ე წუთზე ანგარიში დავით სირაძემ გაათანაბრა [იხილეთ ვიდეო]. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს და 81-ე წუთზე შეცვალეს, "ჩემპიონატ.რუ"-სგან მან 6-იანი მიიღო.
ზედიზედ მეორე ტურია, მოსკოვის "სპარტაკის" ძირითადში ხვდება ჯანო ანანიძე. "სახალხო გუნდმა" "ტომთან" სტუმრად გამარჯვება ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან - 1:1. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი 67-ე წუთზე შეცვალეს.
"ტერეკი" პერმში "ამკართან"
"ანჟი" მოსკოვში ცსკა-სთან 0:3 განადგურდა. მახაჩყალელთა კარში ნუკრი რევიშვილი იდგა, საქართველოს ნაკრების მეკარეს 5-იანი დაუწერეს.
გაიმართა "ქართული დერბიც". "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი "ვოლგას" ერთბაშად ხუთ ქართველს დაუპირისპირდა. "კრასნოდარმა" 4:2 გაიმარჯვა [იხილეთ ვიდეო]. ამისულაშვილმა სრულად ითამაშა, ისევე, როგორც ვოლგელებმა, ლაშა სალუქვაძემ, გია გრიგალავამ და გოგიტა გოგუამ. ოთარ მარცვალაძე 75-ე წუთზე შეცვალეს, მათე ვაწაძე კი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო. 63-ე წუთზე სალუქვაძემ ანგარიში 3:2 გახადა. მან და გოგუამ ყვითელი ბარათები მიიღეს.
ქართველთა კლუბებიდან საუკეთესო, მეოთხე პოზიცია "ანჟის" უკავია, ნალჩიკის "სპარტაკი" კი ბოლო ადგილზეა.