"ატლეტიკომ" გურამ სამუშია დაინახა

AutoSharing Option
ზუგდიდის "ბაიას" 16 წლის ნახევარმცველ გურამ სამუშიას მადრიდის "ატლეტიკო" სინჯებზე იწვევს. ეს ინფორმაცია "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა დაგვიდასტურა.

"გურამი "ატლეტიკოს" ყურადღების ცენტრში თებერვალში მოხვდა, როცა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მადრიდში ესპანეთთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში "ატლეტიკოდან" ოფიციალური წერილი მივიდა, სადაც ნათქვამია, რომ სამუშიას სინჯებზე იწვევენ", - გვითხრა ქომეთიანმა.

სამუშია კობა ჟორჟიკაშვილის დროინდელ 17-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაემგზავრება იგი მადრიდში. დღესდღეობით გურამი "ბაიას" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

მცირე ასაკის მიუხედავად, მან გასულ ჩემპიონატში
"ბაიას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Ra pica godzil,ra pica)))))
Misha
15:16 20-09-2019
0
:D:D:*:*:*:*
sali
15:21 08-08-2011
0

სიახლეები პოპულარული