ჟორდანია ფერერს დაემშვიდობა

AutoSharing Option
"ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ მოსალოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გასულ სეზონში ნაჩვენები უხეირო შედეგების გამო ესპანელი მთავარი მწვრთნელი ალბერტ ფერერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ფერერმა "ვიტესი" სეზონის მსვლელობისას ჩაიბარა და გუნდი ქვედა ლიგაში გავარდნისგან კი იხსნა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ არნემელებს განსაკუთრებული წარმატებები მოუტანა - "ვიტესი" ერედივიზიიდან გავარდნას მხოლოდ გატანილ-გაშვებული გოლების შეფარდებით გადაურჩა.

ჟორდანიას განცხადებით, გუნდის ახალი დამრიგებლის ვინაობას საზოგადოება დაახლოებით ერთ კვირაში შეიტყობს. შეგახსენებთ, "ვიტესის" მთავარ მწვრთნელობას ჯერ სტივ მაკლარენს უწინასწარმეტყველებდნენ, შემდეგ კი ლუის ვან გაალს. პირველი ვარიანტი უკვე ჩაიშალა და, ალბათ,
მეორესაც იგივე ბედი ეწევა.

9 ივლისს "ვიტესი" ამხანაგურად ლონდონის "ჩელსის" ეთამაშება და გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიას ამ დროისთვის უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული