განუგრავაც და თოთაძეც ”დიორის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდნენ. გასულ სეზონში პირველის ანგარიშზე 12 მატჩი და ერთი გოლია, ხოლო მეორემ 7 შეხვედრაში ერთადერთი ბურთი მიითვალა.
ასე რომ, ”დიორიში", რომელიც ბოლო წლებში ქართველთა სიმცირეს არ უჩიოდა, ჩვენს თანამემამულეთაგან რატი ალექსიძეღა რჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"