ადამია მეორე რაუნდშია, დანარჩენები ვერ ბრწყინავენ

AutoSharing Option
ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელთა გარდა, ქართველებმა სხვა კლუბების შემადგენლობაშიც ითამაშეს.

შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიბევა გიორგი ადამიას "ყარაბახმა", რომელმაც ლიტვაში "ბანგა" 4:0 გაანადგურა. ადამია აგდამელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. იმ დროისთვის "ყარაბახი" 3:0-ს იგებდა.

ბაქოს აზალ-ი შინ "მინსკს" 1:1 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში ნუგზარ კვირტია 70-ე წუთიდან გამოჩნდა.

დანარჩენი ჩვენებურებისთვის კი ხუთშაბათი მეტისმეტად წარუმატებელი გამოდგა. ერევნის "ულისი" ბუდაპეშტში "ფერენცვაროშთან" 0:3 განადგურდა. სომხური კლუბის შემადგენლობაში სრულად ითამაშეს თენგიზ უგრეხელიძემ და გიორგი კრასოვსკიმ, შოთა ჯიქია მოედანზე
55-ე წუთზე შევიდა, ლევან აკობია კი სათადარიგო იყო.

ლატვიური "დაუგავა" კიდევ უფრო შავ დღეში აღმოჩნდა - შინ ნორვეგიულ "ტრომსოსთან" 0:5 წააგო. მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ბიძინა ცინცაძემ, მამუკა ღონღაძე სასტარტოში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ჩიხრაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული