თუმცა TVGOLO.COM-ის ყოველკვირეულ მსოფლიო გოლების ჰიტ-აღლუმში ბრაზილიელს მნიშვნელოვანი უპირატესობით უსწრებდა და გუშინ, 3 ივლისის საღამომდე პირველ ადგილზე იყო ოთარ მარცვალაძე. ამ ვებგვერდზე კვირის ათი გოლიდან საუკეთესოს გულშემატკივრები აფასებენ.
26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც ამ დღეებში ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა, "ტომთან"თამაშისას უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ჰიტ-აღლუმში კი მის მიერ ციმბირელთა კარში გატანილი მეორე გოლი მოხვდა, როდესაც მცველს ბურთი ფეხებში გაუტარა და შორეული
ოთარის გოლი გამოკითხულთა 35.59 პროცენტს მოეწონა და მექსიკის ნაკრების ვარსკვლავს, ჯოვანი დოს სანტოსს გუშინ საღამოს გაასწრო (32.26%).
ქართული ფეხბურთის ისტორიაში იყო სულ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენიანის გოლმა ამხელა ყურადღება მიიქცია: "მანჩესტერ სიტის" პლეიმეიკერ გიორგი ქინქლაძის მიერ 1995 წელს "საუთჰემპტონის" კარში გატანილი გოლი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო გოლების რეიტინგში დღემდე მეექვსე ადგილზეა - მან ხომ ლამის ყველა მეტოქე და მეკარე მოატყუა და, თუ ვინმეს ქართული ფეხბურთის იმედი აქვს, დღემდე ამ კადრებს უყურებს და ოცნებობს, იქნებ გამოჩნდეს კიდევ ერთი ქინქი, რომელმაც ჩვენს გულშემატკივარს უდიდესი სიამაყე და სიამოვნება მოუტანა.
1. მარცვალაძე (ვოლგა) - 35.91% (2,882 ხმა)
2. ჯოვანი დოს სანტოსი (მექსიკა) - 32.61% (2,617)
3. სეიდუ დუმბია (ცსკა) - 17.01% (1,365)
4. რონალდინიო (ფლამენგო) - 4.31% (346)
5. ბრაიან ფერეირა (არგენტინა U-17) - 3.05% (245)
6. გიგელ ბუკური (ყუბანი) - 2.19% (176)
7. მონიკა ოკამპუ (მექსიკა, ქალები) - 2.02% (162)
8. როდოლფ აუსტინი (ბრანი) - 1.89% (152)
9. ტაისონ უოლი (სიეტლ სოუნდერსი) - 0.61% (49)
10. ფაბიო (კუმამოტო) - 0.39% (31)
გამოკითხვაში ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღო 8,025 გულშემატკივარმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"