იაშვილმა ავსტრიულ "ალტახს" გაუტანა

AutoSharing Option
იაშვილის გოლი ცოტა იყო
მეორებუნდესლიგურმა "კარლსრუემ" ავსტრიულ "ალტახთან" ამხანაგური მატჩი 1:2 წააგო. ალექსანდრე იაშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა და 76-ე წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა "კარლსრუეს" ქართველმა კაპიტანმა და მისმა თანაგუნდელებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ხიზანიშვილი 6-იანია
რამდენიმე დღის წინ "ქაისერისპორმა" ქომაგებსა და მედიას ზურაბ ხიზანიშვილი წარუდგინა, ახლა კი ისიც გაირკვა, რომ ქართველი შოთა არველაძის გუნდის ღირსებას  6-ნომრიანი მაისურით დაიცავს. ხიზანიშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს ნახევარდაცვაში თამაშობს, "ქაისერის" განაცხადში მცველადაა შეყვანილი.

ფოფხაძის ავსტრიული იმედი
გიორგი ფოფხაძე გრაცის "შტურმში" ისინჯება და მის
შემადგენლობაში ერთი ტაიმიც ჩაატარა - ავსტრიის ჩემპიონებმა სპარინგში ბოსნიურ "ჟელეზნიჩარს" 1:0 მოუგეს, ფოფხაძე კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

შეგახსენებთ, 24 წლის მარცხენა მცველმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "ზესტაფონში" გაატარა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა, თუმცა ფეროელებმა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული