მეორებუნდესლიგურმა "კარლსრუემ" ავსტრიულ "ალტახთან" ამხანაგური მატჩი 1:2 წააგო. ალექსანდრე იაშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა და 76-ე წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა "კარლსრუეს" ქართველმა კაპიტანმა და მისმა თანაგუნდელებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ხიზანიშვილი 6-იანია
რამდენიმე დღის წინ "ქაისერისპორმა" ქომაგებსა და მედიას ზურაბ ხიზანიშვილი წარუდგინა, ახლა კი ისიც გაირკვა, რომ ქართველი შოთა არველაძის გუნდის ღირსებას 6-ნომრიანი მაისურით დაიცავს. ხიზანიშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს ნახევარდაცვაში თამაშობს, "ქაისერის" განაცხადში მცველადაა შეყვანილი.
ფოფხაძის ავსტრიული იმედი
გიორგი ფოფხაძე გრაცის "შტურმში" ისინჯება და მის
შეგახსენებთ, 24 წლის მარცხენა მცველმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "ზესტაფონში" გაატარა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა, თუმცა ფეროელებმა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"