გერმანელი ჟურნალისტების აზრით, სწორედ გადაღლილობის ბრალი იყო ის, რომ შვეიცარიულ შეკრებაზე მყოფმა "ჰერტამ" ბოლო ორი ტესტმატჩიდან ორივე წააგო. ლევან კობიაშვილი და კომპანია "იანგ ბოიზთან" 2:4 დამარცხდნენ, ციურიხის "გრასჰოპერთან" კი 0:2 წააგეს.
"ვარჯიშები უნდა შევამსუბუქო, თორემ ფეხბურთელები ძალიან გადაღლილები ჩანან, ბუნდესლიგის სტარტს კი ასე არ უნდა შევხვდეთ," - აცხადებს ბაბელი.
ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, დაღლა ყველაზე მეტად კობიაშვილს ეტყობოდაო, რაც სულაც არ არის
შეგახსენებთ, რომ "ჰერტამ" მეორე ბუნდესლიგაში პირველი ადგილი დაიკავა, ახალი სეზონისთვის კი გადაიბირა 29 წლის ცენტრალური მცველი მაიკ ფრანცი, 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანდრეას ოტლი, 22 წლის მეკარე თომას კრაფტი და 21 წლის გარემარბი თუნაი თორუნი.
აშკარაა, რომ კობის ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის საფრთხე არ ემუქრება: ბაბელი ლევანს სრულად ენდობა, რაშიც მისი კომენტარიც დაგარწმუნებდათ.
კარგია ისიც, რომ მწვრთნელი თავის შეცდომას მიხვდა და იმედია, ფეხბურთელებს ძალიან აღარ გადაღლის, რადგან ასეთ დროს, გარდა შეცდომებისა, ტრავმიანობის ალბათობაც იზრდება - მით უმეტეს, 34 წლის ფეხბურთელის შემთხვევაში. კობიაშვილი კი "ჰერტაზე" მეტად საქართველოს ნაკრებს სჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"