"ზესტაფონი" კიშინიოვში მიემგზავრება

AutoSharing Option
"ზესტაფონი" კიშინიოვისკენ ჩარტერული ავიარეისით დღეს, 19 ივლისს დილის 11 საათზე მიემგზავრება. გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს მოლდოვაში 21 ფეხბურთელი მიჰყავს. აქედან ორი, ზურაბ მენთეშაშვილი და გოგი ფიფია საქართველოს ჩემპიონებს მხოლოდ უქომაგებენ - ისინი მწყობრში მალე ჩადგებიან და "ზესტაფონსაც" უახლოეს პერიოდში დაეხმარებიან, ჩემპიონთა ლიგის სამეორეეტაპო განაცხადში კი ტრავმების გამო ვერ მოხვდნენ.

დანარჩენი 19 ფეხბურთელის სია, რომელთაც ხვალ "დაჩიასთან" განმეორებით მატჩში თამაში შეუძლიათ, ასეთია:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე.
მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, კახა ალადაშვილი.
ნახევარმცველები:
მურთაზ დაუშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე.
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, საბა ლომია.

პირველი მატჩის მონაწილეთაგან ყველა ჯანმრთელადაა. პირად მიზეზთა გამო "ზესტაფონს" მოლდოვაში ვერ მიჰყვება მარჯვენაფლანგელი ალექსი ბენაშვილი, რომელიც "დაჩიასთან" პირველ შეხვედრაში 18-კაციან განაცხადში სათადარიგო იყო.

ქართულ დელეგაციაში კლუბის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელთა და პერსონალის გარდა რამდენიმე ჟურნალისტიცაა. "ზესტაფონი" კიშინიოვის პრესტიჟულ სასტუმრო "პრეზიდენტში" დაბინავდება.

დღეს, 19 ივლისს გეგუჩაძის გუნდი ხვალინდელი მატჩის არენაზე, "ზიმბრუზე" ივარჯიშებს. ფეროელთა თავკაცი წინასამატჩო პრესკონფერენციასაც გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩისინაუ სქვია იმ ქალაქს, თუ კი ჩვენ გრუზია არ ვართ, მაშინ არც ისაა კიშინიოვი ...
Tregu
13:52 19-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული