ფეხბურთი ძალიან მომენატრა

AutoSharing Option
თითქმის წელიწადნახევარია, დნეპროპეტროვსკის ~დნეპრისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ჯაბა კანკავას ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს ბოლო პერიოდში საშინლად არ უმართლებს. როგორც გახსოვთ, შარშან მარტში მან ფეხის თითი მოიტეხა, რასაც ოპერაცია მოჰყვა. ეს ოპერაცია წარუმატებელი გამოდგა და ცოტა ხნის წინ სამედიცინო ჩარევა კვლავ აუცილებელი გახდა.

ამჟამად ჯაბა უკვე ვარჯიშობს და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. დანარჩენს მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ამდენი უიღბლობა გამოვცადე. თბილისში გაკეთებულმა ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო, ტრავმამ თავი ისევ შემახსენა და ამიტომაც შემდეგი
ოპერაციისთვის გერმანიაში წავედი. საბედნიეროდ, ამჯერად ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ექიმები მეუბნებიან, რომ ტრავმის განმეორების საშიშროება არ არსებობს და მეც ვატყობ, რომ დღითიდღე უკეთYვხდები.
- ოპერაციებს შორის თამაში მაინც მოასწარით...
- დიახ, მაგრამ მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში მივიღე მონაწილეობა და ოფიციალური მატჩების დაწყებამდე ისევ დავშავდი.
- ამჟამად როგორი პროგრამით ვარჯიშობთ?
- ~დნეპრის" ბაზაზე საღამოს 5 საათისთვის მივდივარ, სადაც საათნახევრის განმავლობაში დავრბივარ და ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ. ამას ემატება სხვადასხვა სამედიცინო პროცედურები, მასაჟები და აუზზე მომზადება. ამ ყველაფერს დამატებით კიდევ ერთი-ორი საათი სჭირდება, ასე რომ, ტრავმის მიუხედავად, უქმად ნამდვილად არ ვარ.
- თამაშის განახლებას როდისთვის შეძლებთ?
- თუ სარეაბილიტაციო პერიოდი გართულებების გარეშე წრიმართა, მალე ბურთით ვარჯიშსაც შევძლებ, თამაშს კი ორ თვეში დავიწყებ. სადაც ამდენი მოვითმინე, ამ პერიოდსაც გავუძლებ. ისე კი, ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები მოედანს. ფეხბურთი ძალიან მომენატრა.
- კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ თანადგომას გრძნობთ?
- საბედნიეროდ, ასეა. პრეზიდენტიცა და მწვრთნელებიც ჩემზე ძალიან ზრუნავენ, ვგრძნობ, რომ ჩემი იმედი აქვთ და გამოჯანმრთელებისთანავე შევეცდები, მათი ნდობა კარგი თამაშით გავამართლო.
- ~დნეპრი" ამ სეზონში რა მიზნებს ისახავს?
- ყველა ამბობს, რომ დროა, ჩემპიონობისთვის რეალურად ვიბრძოლოთ. ჩემი აზრით, ~დნეპრს" ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ დონეცკის ~შახტიორსა" და კიევის ~დინამოს" აჯობოს. გუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებს, ფინანსურადაც ყველაფერი იდეალურად გვაქვს და ამიტომაც ჩემპიონობაზე ფიქრი შეგვიძლია. მით უფრო, რომ გუნდმა უკრაინის ჩემპიონატში შესანიშნავი სტარტი აიღო და ხუთ ტურში ხუთი გამარჯვება მოიპოვა. ამას გარდა, ევროტურნირებზეც წინ მივიწევთ.
- როგორც ჩანს, ~დნეპრში" თავს იდეალურად გრძნობთ...
- დიახ, მთავარია, ტრავმა დროულად მოვიშუშო და ფორმაში ჩავდგე. ამის შემდეგ თავს უკვე ბოლომდე კომფორტულად ვიგრძნობ. აქედან წასვლაზე ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რამდენიმე თვის წინ ~დნეპრთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმე და კლუბს კიდევ წელიწადნახევარი ვეკუთვნი. უკრაინაში ძლიერი ლიგაა და აქ თამაში მიღირს როგორც ფინანსური, ასევე სპორტული ინტერესების გამოც.
- ~დნეპრის" ნახევარდაცვაში ყოველთვის დიდი კონკურენცია იყო.
- მართალია, გუნდს შუა ხაზში მაღალი დონის არაერთი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ კონკურენციის ოდნავადაც არ მეშინია. როცა თამაშს დავიწყებ, ყველაფრის თავიდან დამტკიცება მომიწევს, მაგრამ საკუთარ პოზიციებს აუცილებლად დავიბრუნებ.
- უჩა ლობჟანიძემ უკრაინულ ფეხბურთს უცებ აუღო ალღო.
- ძალიან მიხარია, რომ უჩამ უმოკლეს დროში შეძლო ~დნეპრის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. მისი შრომისმოყვარეობით ყველა მოხიბლულია. არადა, ლობჟანიძემ ორ ძლიერ უკრაინელ ფეხბურთელთან კონკურენციაში მოახერხა ძირითად მოთამაშედ ჩამოყალიბება. იმედია, მალე ბექა გოცირიძეც უკეთ ათამაშდება და ~დნეპრს" დაუბრუნდება.
- თანაგუნდელებთან ~ზესტაფონისა" და ~კარპატის" დაპირისპირებაზე თუ გისაუბრია?
- არა მარტო ვისაუბრე, ერთ-ორს დავენაძლევე კიდეც, რომ შემდეგ ეტაპზე ~ზესტაფონი" გავიდოდა. სანაძლეო კი წავაგე, მაგრამ არა უშავს (იცინის). მართლა მეგონა, რომ ~ზესტაფონი" ამ ბარიერის გადალახვას შეძლებდა.
- საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ხომ არ გისაუბრიათ?
- სანამ დავშავდებოდი, იგი ჩემს ერთ-ერთ თამაშს დაესწრო და მელაპარაკა კიდეც. სამწუხაროდ, ნაკრებში დიდი ხანია არ მითამაშია და იმედია, მას მალე დავუბრუნდები. როგორც იცით, არც ქეცბაიას და არც კუპერის მწვრთნელობისას ეროვნულ გუნდში საერთოდ არ მითამაშია. ვიცი, რომ როცა ოპტიმალურ ფორმაში შევალ, შრომა არ დამეკარგება. დიდი იმედი მაქვს, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები თავის სიტყვას იტყვის. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და ჩვენს ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს საქართველოს ახალგაზრდული
- ჩვენი ეროვნული ნაკრების განვლილ მატჩებს თუ ადევნეთ თვალი?
- მოლდოვასთან ჩატარებულ თამაშს ვერ ვუყურე, წინა ორი მატჩი კი ვნახე. მთავარი შედეგია და სასიხარულოა, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენს გუნდს ჯერ თამაში არ წაუგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"










მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული