ხოჯავა გააძევეს

AutoSharing Option
რუსეთის პირველ დივიზიონში ნიჟნი ნოვგოროდის ~ვოლგამ" შინ ბელგოროდის ~სალიუტი" 1:0 დაამარცხა. ამ მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა მიიღო. გიორგი ნავალოვსკიმ და ედიკ საჯაიამ შეუცვლელად ითამაშეს, გოჩა ხოჯავა კი მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა და შეხვედრის მიწურულს გააძევეს.

ომარ თეთრაძის გუნდს 23 ტურის შემდეგ 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხილში მესამე ადგილზეა. მეორეადგილოსან ~ნიჟნი ნოვგოროდსაც" 41 ქულა აქვს, ერთპიროვნულ ლიდერ კრასნოდარის ~ყუბანს" კი – 49. რუსეთის პრემიერლიგაში თამაშის უფლებას პირველი დივიზიონის ორი საუკეთესო კლუბი მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული