იაშვილი თასს გამოეთიშა

AutoSharing Option
გერმანიაში პირველი და მეორე ბუნდესლიგა ჯერ არ დაწყებულა, იქაური სეზონი გუშინ თასის გათამაშების პირველი რაუნდის მატჩებით დაიწყო.

ქართველთა კლუბებიდან გუშინ მხოლოდ ~კარლსრუემ" ითამაშა. ალექსანდრე იაშვილის გუნდი სტუმრად ~ინგოლშტადტთან" 0:2 დამარცხდა. ~კარლსრუეს" ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

დანარჩენი სათასო მატჩები დღეს, ხვალ და ზეგ გაიმართება. დღეს ლევან კობიაშვილის ~ჰერტა" სტუმრად ~პფულენდორფს" შეხვდება, დღესვე მათე ღვინიანიძის ~მიუნხენ 1860" ასევე გასვლაზე ~ფერლს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, გერმანიის თასის შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ერთი მატჩით ირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული