აკაკი ხუბუტია - დებიუტი "გალათასარაისთან" ან ოდნავ მოგვიანებით

AutoSharing Option
აკაკი ხუბუტია რუმინული "გაზ-მეთანიდან" თურქულ "სამსუნსფორში" რამდენიმე დღის წინ გადავიდა და ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლატვიასა და მალტასთან მატჩებში ვერ დაეხმარა. სწორედ ამის გამო გამოტოვა მან "სამსუნსფორის" შეხვედრა თურქული სუპერლიგის პირველ ტურში - ხუბუტიას გუნდმა შინ "გენჩლერბირლიგის" 3:2 სძლია.

25 წლის მცველი ბოლომდე ჯერ არ მომჯობინებულა და არაა გადაწყვეტილი, უახლოეს ტურში ჩაატარებს სადებიუტო შეხვედრას, თუ "სამსუნსფორის" ღირსებას ოდნავ მოგვიანებით დაიცავს. ხუბუტიას ფეხი ბოლომდე არ მოუშუშებია და ექიმები ურჩევენ, არ
გარისკოს. არადა, "სამსუნი" 18 ოქტომბერს "გალათასარაის" სტუმრობს...

ორიოდე სიტყვით თვით "სამსუნსფორზე": ხუბუტიას გუნდი თურქულ სუპერლიგას ამ ზაფხულს დაუბრუნდა, დაიკავა რა რანგით მეორე ლიგაში მეორე ადგილი. "სამსუნს", რომელიც 1965 წელს დაარსდა და გამორჩეული წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია, საყოველთაოდ ცნობილი ფეხბურთელები არ ჰყავს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი შვეიცარიელი ვლადიმირ პეტკოვიჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული