ზურაბ ხიზანიშვილმა "ქაისერის" მოაგებინა [+VIDEO]

AutoSharing Option
"ქაისერისფორმა" გუშინ, 20 სექტემბერს, "გაზიანთეფსფორთან" გასვლითი მატჩი ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმი 0:1 დათმო. შოთა არველაძის გუნდს სუპერლიგის მესამე შეხვედრაში მესამე მარცხი ემუქრებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში "ქაისერიმ" სიტუაცია სათავისოდ შეატრიალა.

46-ე წუთზე პარაგვაელმა კრისტიან რივეროსმა ანგარიში გაათანაბრა, 69-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ზურაბ ხიზანიშვილმა გაიტანა. ეს მისთვის პირველი თურქული გოლი იყო. ზურაბი "ქაისერის" სამივე მატჩში  მონაწილეობდა, გუშინ კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

"ქაისერი" თურქეთის 18-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში დღეისთვის მე-11 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ნაკრების თამაშებზე სირბილი ეზარებათ ამას და კობიაშვილს და იქ რას იზამს აღარ მაინტერესებს!
gela
13:48 21-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული