საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იაშვილის გუნდი ამ სეზონში მოკრძალებული მიზნებისთვის იბრძოლებს და მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება - 18-გუნდიან გათამაშებაში "კარლსრუე" 9 ქულით მე-16 ადგილზეა.
იაშვილმა თავისი გუნდის 12-დან 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი მან საწყის სამ ტურში გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"