დორტმუნდულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ადამიამ, რომელიც თავდასხმაში გაამწესეს. "ყარაბახის" ქართველმა ლეგიონერმა "აზერისპორტთან" საუბარში განვლილი მატჩი გაიხსენა.
"პირველ რიგში, იმას აღვნიშნავ, რომ "ბორუსიამ" საკუთარი ძალა ბოლომდე აჩვენა და დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა ჩვენ რომ კარგად გვეთ
ადამიამ ისიც აღიარა, რომ გერმანელთა მიერ გატანილი პირველი გოლი მის შეცდომას მოჰყვა: "მოედნის ცენტრში ბურთი დავკარგე, რითაც მოწინააღმდეგემ კარგად ისარგებლა და სწრაფი შეტევა გოლით დაასრულა. ამის მერე თამაში აღარ წაგვივიდა. როგორც ჩანს, სწორედ პირველმა გოლმა გაგვტეხა. ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ მატჩის მეორე წუთზე რეალური საგოლე შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე. ის გოლი რომ გამეტანა, დარწმუნებული ვარ, შეხვედრა სულ სხვაგვარი სცენარით წარიმართებოდა და განმეორებითი შეხვედრის წინ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის დიდი შანსი გვექნებოდა".
ადამიამ განმეორებითი მატჩის შესახებაც ისაუბრა: "მეორე თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. შემდეგ ეტაპზე გასვლა, რაღა თქმა უნდა, ურთულესი საქმეა, აი უბრალოდ გამარჯვება კი სავსებით შესაძლებელია. "ბორუსიასნაირი" გუნდის წინააღმდეგ თამაში ერთდროულად რთულიცაა და სასიამოვნოც. ასეთი დონის მატჩები ხომ ბევრი ფეხბურთელის კარიერაში სულ რამდენჯერმე იმართება".