აზერბაიჯანში ქართული დერბი ჩაიშალა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის თასის მერვედფინალში ინციდენტი მოხდა, რომელთანაც ქართველები მხოლოდ ირიბ კავშირში არიან. ბაქოს "ინტერისა" და თოვუზის "თურანის" შეხვედრაში ოდენ პირველი ტაიმი ჩატარდა, მეორის სათამაშოდ კი "თურანის" ხელმძღვანელობამ გუნდი აღარ გაიყვანა.

შესვენებამდე კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის "ინტერი" 2:0-ს იგებდა, სტუმრები კი ბაქოელთა მეორე გოლის ჩათვლით დარჩნენ უკმაყოფილონი – მათი აზრით, ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.

"ინტერის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი და ბაჩანა ცხადაძე, "თურანის" სასტარტოში კი - ზურაბ ძამსაშვილი, ალექსანდრე გოგობერიშვილი და გიორგი ბერიაშვილი. სავარაუდოდ, "ინტერს"
ტექნიკურ გამარჯვებას ჩაუთვლიან.

აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალში სხვა ქართველებიც ითამაშებენ – გიორგი ადამიას "ყარაბახმა" "სუმგაითი" 3:0 გაანადგურა (ქართველი შემტევი ძირითადში იყო), აზალ-ის წევრმა ნუგზარ კვირტიამ კი"შაჰდაგთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული