გიორგი აბურჯანიას ბელგური "გენკი" გასინჯავს

AutoSharing Option
გიორგი აბურჯანია რამდენიმე თვის წინ შვეიცარიულ "ბაზელში" მიიწვიეს და იქ რამდენიმე დღეც გაატარა. ტრანსფერი თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ამჯერად ბელგიური "გენკის" შემადგენლობაში ივარჯიშებს და ვნახოთ, ამ საქმიდან მაინც თუ გამოვა რამე. ბელგიური სინჯების გამო იგი ნაკრებს ბელარუსის საერთაშორისო ტურნირზე დააკლდება.

აბურჯანიამ ევროპელთა დაინტერესება 17-წლამდელთა ნაკრებში მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩებით დაიმსახურა. პერსპექტიული ნახევარმცველი რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მთავარია ამასაც თავში არ აუვარდეს, როგორც სხვებს აუვარდათ
dato
23:55 22-01-2012
0
დარწმუნებული ვარ რომ გიორგის ყველაფერი გამოუვა.მიდი გიო ჩვენ შენს გვერდით ვართ .ძალიან გაგვიხარდება შენი წარმატებები
milaneli
21:18 21-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული