ორნი ჭიათურიდან ბაქოში

AutoSharing Option
როგორც ჭიათურის "მაღაროელიდან" გვაცნობეს, ამ კლუბის ორი ფეხბურთელი კარიერას აზერბაიჯანის პირველი ლიგის ბინადარ "ნეფთჩი ისმ"-ში გააგრძელებს. ესენი არიან 1981 წელს დაბადებული მცველი დავით შეყილაძე და 1990 წელს დაბადებული თავდამსხმელი გიორგი ვაშაძე.

"მაღაროელის" მიერ ჩატარებულ საკონტროლო მატჩებს ბაქოური კლუბის სკაუტები დაესწრნენ და ეს ორი მოთამაშე სწორედ მაშინ გამოარჩიეს. შეყილაძესა და ვაშაძეს ერთწლიანი კონტრაქტები გაუფორმეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული