ზურაბ ხიზანიშვილმა მოიგო, აკაკი ხუბუტია ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
თურქულ სუპერლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც იქ მოთამაშე ორივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა.

შოთა არველაძის "ქაისერისფორმა" უიღბლო სერია შეწყვიტა და სტუმრად "მერსინს" 2:1 სძლია. არადა, "ქაისერი" 0:1-ს აგებდა. ამ გამარჯვებით მან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

ზურაბ ხიზანიშვილმა "ქაისერის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

აკაკი ხუბუტიას "სამსუნსფორმა" გასვლით შეხვედრაში "მანისასფორთნ" 1:1 ითამაშა. სტუმრებმა ანგარიში მატჩის 83-ე წუთზე გაათანაბრეს, ქართველი მცველი კი მოედანზე ბოლოსღა, 87-ე წუთზე შეიყვანეს. "სამსუნი" ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა.

29 იანვარს "სამსუნი" "ისტანბულს" მასპინძლობს, "ქაისერი" კი "ბეშიქთაშს" დაუხვდება.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული