ვლადიმერ დვალიშვილი პოლონეთში ყველაზე მდიდარი უცხოელია?

AutoSharing Option
საინტერესო ამბავი გამოაქვეყნა ბელარუსულმა ინტერნეტგამოცემა "სპორტპანორამამ". ჟურნალისტი დაინტერესდა, წლიურად რა შემოსავალი აქვს ბელარუსის ნაკრების და პოლონური "ლეხის" ნახევარმცველ სერგეი კრივეცს, ექსტრაკლასას უმდიდრესი ლეგიონერების ათეული შეადგინა და სწორედ აქ აღმოვაჩინეთ ჩვენთვის საინტერესო ფაქტი.

ყველაზე მდიდარი "ლეხის" კოლუმბიელი ლეგონერი მანუელ არბოლედა ყოფილა - ის წელიწადში 1,75 მილიონ ზლოტს იღებს (დაახლოებით 552,316 დოლარს), "ვისლას" ჰოლანდიელი კიუ იალიენსი - 1,3 მილიონს (410,233 დოლარს), "ლეგიას" ხორვატი ილიცა ვრდოლიაკი კი - 1,25 მილიონს (394,567 დოლარს), ბელარუსი კრივეცი კი დაახლოებით 300 ათას ევროს მიიღებს წელიწადში და მე-5-მე-7
ადგილზეა.

"თუმცა, იანვრიდან პოლონეთის ექსტრაკლასას ყველაზე მდიდარი ლეგიონერი ქართველი ლადო დვალიშვილი იქნება, რომელიც ვარშავის "პოლონიასთან" გაფორმებული კონტრაქტით გუნდისგან 2,78 მილიონ ზლოტს მიიღებს ( 875,715 დოლარს)" - წერს "სპორტპანორამა".

აქვე,სხვა წყაროც გვინდა მოვიშველიოთ: ებრაული ინტერნეტსააგენტო "ისრალენდის" გავრცელებულ ცნობას თუ გავითვალისწინებთ, ეს უნდა იყოს არა წლიური, არამედ საკონტრაქტო პერიოდში ასაღები თანხა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კრივეცის "კონკურენტი" უფრო უნდ იყოს, ვიდრე ლიდერ იალიენსისა.

"ჰაიფას "მაკაბის" ბოლო სამი წლის საუკეთესო ბომბარდირი ლადო დვალიშვილი პოლონეთში იმყოფება და ვარშავის "პოლონიასთან" მოლაპარაკებას აწარმოებს. დვალიშვილი იმედოვნებს, რომ პოლონელები დათანხმდებიან ყოველ წელიწადს 300 ათასი ევროს გადახდას. ქართველი თავდამსხმელი 200 ათასზეც უარს იყო. "პოლონიასთან" კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი, "მაკაბი" კომპენსაციის სახით 300 ათასს მიიღებს" - წერდა "ისრალენდი" დვალიშვილის პოლონეთში გადასვლამდე.

ცხადია, საბოლოოდ, ციფრები შეიცვალა, მაგრამ როგორ, ამაზე განსხვავებული ცნობებია: პოსტსაბჭოეთში ცნობილი "ცისოკერი" იუწყება, რომ დვალიშვილის 2,5-წლიან კონტრაქტში ჰაიფას "მაკაბი" 250 ათას ევროს მიიღებს, თავად ფეხბურთელი კი წელიწადში 600 ათას ევროსო - ეს კიდევ რაღაც ახალია. მოკლედ, ვერ გაიგებ, რეალურად რამდენს მიიღებს ფეხბურთელი - რასაც აიღებს, ღმერთმა შეარგოს, არ მოუპარია.

ისრაელში ჩასვლის შემთხვევაში, თურმე, ქართველს პრობლემის მოგვარებაც მოუწევს. აი, რას წერს "ისრალენდი": "პოლონეთში გადასვლამდე მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, დვალიშვილი ისრაელის საგზაო პოლიციამ დააკავა და დააჯარიმა.

სანამ მოთამაშე პოლონეთში თავის საქმეებს არკვევს, მისი ადვოკატები ისრაელში სატრანსპორტო სასამართლოსგან კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას იმედოვნებენ. ისინი სთავაზობენ შემდეგ ვარიანტს: დვალიშვილი აღიარებს საკუთარ დანაშაულს, გადაიხდის საკმაოდ დიდ ჯარიმას და დათანხმდება მისი მართვის მოწმობის ისრაელში ხანგრძლივი ვადით ანულირებას. სამაგიეროდ, ქართველი ლეგიონერი ისრაელში თავისუფლად ჩასვლისა და გასვლის უფლებას ითხოვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი რატომ ტენიდნენ დვალიშვილს ნაკრებში.
Aleqsa
12:41 08-02-2012
0
რა უბედურებაა სულ ფეხბუერთელების, გუნდების საერთო ფასებზე სტატიების წერა. რამე სხვა უფროს საინტერესო გადმოსაწერ თემას ვერ ნახულობთ? რატომ გგონით, რომ ყველაზე საინტერესო დინამოს, ზესტაფონის ან რომელიმე ფეხბურთელის ციფრებში გომოხატული ღირებულებაა.
irakliii
14:02 08-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული