აკაკი ხუბუტია გადარჩა - "სამსუნსფორის" ავტობუსს მატარებელი შეასკდა! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
საქართველოს ნაკრების მცველის აკაკი ხუბუტიას გუნდის, თურქული "სამსუნსფორის" ავტობუსს მატარებელი შეეჯახა. ინციდენტი 7 თებერვალს, გვიან ღამით მომხდარა, როდესაც სტუმრად "ქარაბუქსფორთან" მატჩში 1:2 დამარცხების შემდეგ გუნდი შინ ბრუნდებოდა.

გუნდთან ერთად იმყოფებოდა "სამსუნსფორში" იჯარით მყოფი ქართველი ფეხბურთელიც, რომელიც აღნიშნულ მატჩში სათადარიგო იყო. კლუბის საიტზე გამოქვეყნებული ფოტოსურათებით თუ ვიმსჯელებთ, აკაკიმ ინციდენტის შემდეგ კლუბის ბაზაზე საღ-სალამათმა ჩააღწია, მომდევნო დღეებში კი ჩვეულებრივად ივარჯიშა.

Sportall.Geსაბედნიეროდ, იღბლისა და ავტობუსის მძღოლის მოხერხებულობის წყალობით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მხოლოდ ორმა მოთამაშემ მიიღო უმნიშვნელო დაზიანება. იმ წუთებში ფეხბურთელებს ტკბილი
ძილით ეძინათ.

"ეს შუაღამისას მოხდა. შლაგბაუმი აწეული იყო, როდესაც რკინიგზის გზაჯვარედინზე გავლა გადავწყვიტე, - თქვა გუნდის ავტობუსის მძღოლმა. - გადასასვლელზე ნელა გადავდიოდი, როდესაც მოახლოებული მატარებელი დავინახე. მაშინვე ავუჩქარე, მაგრამ მატარებელი ავტობუსს უკანა ნაწილში მაინც დაეჯახა და გააცურა.

გადავრჩით, რომ მატარებელი ავტობუსს შუა ნაწილში არ შეასკდა, თორემ საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა".

აღსანიშნავია, რომ "სამსუნსფორს" მსგავსი ავარია 23 წლის წინ შეემთხვა და მაშინ სამი ფეხბურთელი, ავტობუსის მძღოლი და გუნდის ტექნიკური დირექტორი დაიღუპა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული