ალექსანდრე იაშვილს თავადაც გააქვს და სხვასაც ატანინებს

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "კარლსრუემ" "კოტბუსს" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მატჩის 57-ე წუთზე სტუმართა კარში გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, 50-ეზე კი კლემენ ლავრიჩმა ანგარიში მისი გადაცემით გახსნა.

"კარლსრუეს" ქართველი კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. 34 წლის იაშვილის ანგარიშზე უკვე 6 გოლი და 5 საგოლე პასია. მეორე ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "კარლსრუესთვის" ეს სამი ქულა დიდი მონაპოვარია.

ვარშავის "პოლონიას" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ვლადიმერ დვალიშვილმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი "ლოძთან" სტუმრად 2:0 მოგებულ მატჩში სასტარტო თერთმეტეულში
გაამწესეს და 79-ე წუთზე შეცვალეს. "პოლონია" პოლონეთის ექსტრაკლასაში მესამე ადგილზეა და ლიდერ "ვროცლავს" 6 ქულით ჩამორჩება.

ფინეთის ლიგის თასზე, სადაც ჯგუფური ეტაპი მიმდინარეობს, მორიგი გოლი გაიტანა ირაკლი სირბილაძემ, რომლის "ინტერმაც" შინ "მარიეჰამნი" 5:0 გაანადგურა. ქართველმა თავდამსხმელმა 49-ე წუთზე ანგარიში 4:0 გახადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული