აზერბაიჯანში ქართველები იტანენ და ლიდერობენ

AutoSharing Option
20 თებერვალს აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბაქოს "ინტერმა" "სუმგაითს" უმასპინძლა და იმის მიუხედავად, რომ 35-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, 2:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ 34-ე წუთზე ანგარიში ბაჩანა ცხადაძემ გახსნა. იგი 88-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ლომაიამ და ვალერი აბრამიძემ კი შეუცვლელად ითამაშეს. "ინტერის" კიდევ ერთი ქართველი, ილია კანდელაკი, ტრავმირებულია.

კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გუნდმა ლიდერ "ნეფთჩის" ორი ქულით გადაუსწრო, თუმცა "ნეფთჩი" 21 თებერვალს "რავანს" მასპინძლობს და თუ გაიმარჯვა, პირველ ადგილს დაიბრუნებს.

აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში მეორე ქართული გოლიც გავიდა - "ყარაბახმა" შინ განჯის "ქიაფაზს" 1:0
სძლია, გამარჯვების გოლი კი 34-ე წუთზე გიორგი ადამიამ გაიტანა.
ადამიამ სრულად ითამაშა, მისი გუნდი კი სატურნირო ცხრილში 35 ქულით მეოთხე საფეხურზეა და "ინტერს" 7 ქულით ჩამორჩება.

21 თებერვალს აზერბაიჯანში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან - ნუგზარ კვირტიას აზალ ალექსანდრე გოგობერიშვილისა და გიორგი ბერიაშვილის "თურანს" უმასპინძლებს.

პოლონეთში "კორონამ" "იაგელონია" მიიღო და 2:0 სძლია. სტუმართა შემადგენლობაში ნიკა ძალამიძემ შეუცვლელად ითამაშა, მერაბ გიგაური კი სათადარიგო იყო. "იაგელონია" 16-გუნდიან ექსტრაკლასაში მე-11-ეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული