გურამ კაშიამ "ვიტესთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" 24 წლის კაპიტანმა გურამ კაშიამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - უწინდელი ხელშეკრულებით კაშია "ვიტესს" 2013 წლის ზაფხულამდე ეკუთვნოდა, გუშინდელი ხელმოწერის შედეგად კი კონტრაქტი კიდევ სამი წლით, 2016 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა.

კაშია თბილისის "დინამოდან" "ვიტესში" 2010 წელს მივიდა. მას შემდეგ, რაც გუნდი იონ ვან დენ ბრომმა ჩაიბარა, კაშია მნიშვნელოვნად დაწინაურდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მერაბ ჟორდანიას გუნდისთვის მართლაც ფასეული ფეხბურთელი რომ არის, ამას ახალი კონტრაქტიც მოწმობს.

კაშიას "ვიტესში" დარჩენა მოსალოდნელი იყო. რამდენიმე დღის წინ სპორტულ
გაზეთ "ლელოსთან" საუბარში ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კლუბმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებდა (იხილეთ სტატია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული