კახა კალაძე: ევრო 2020-ის მასპინძლობის საკითხი არასერიოზულია!

AutoSharing Option
ზუსტად ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ამჟამად იტალიური "ჯენოას" წევრი, კახა კალაძე "ქართულ ოცნებას" შეუერთდა და ამ ხნის განმავლობაში მისგან არაერთი მწვავე განცხადებაც მოვისმინეთ.

სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა "ევრო-2020"-ის მასპინძლობის შანსსა და გიორგი დემეტრაძის საკითხზე ისაუბრა.

- ევრო 2020-ის მასპინძლობა - მითი თუ რეალობა?
- არ შეიძლება, ამ საკითხს გულშემატკივარი ან პროფესიონალი ფეხბურთელი სერიოზულად აღიქვამდეს. ეს არის მმართველი რეჟიმის შიდა მოხმარების პიარი, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს.

რა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზეა ლაპარაკი, როცა საქართველოს უმაღლესი ლიგის
კლუბები საშინელ მოედნებზე თამაშობენ; ეროვნულ ნაკრებს კი ბაზა მხოლოდ ახლახან გაუჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

- იმ ხალხზე რას იტყვით, ვინც "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებისთანავე შემოგიტიათ და ვისაც, თურმე, კახა კალაძისგან მხოლოდ ნაკრებში გატანილი ორი ავტოგოლი ახსოვს?
- საბედნიეროდ, ასეთ ადამიანთა რიცხვი ძალიან მცირეა. ესენი, ძირითადად, ჯიბის ჟურნალისტები და ცირკის ადმინისტრატორის დონის მოხელეები არიან. მე ჩემი ცხოვრებით ყოველთვის ქართველ ხალხს ვემსახურები და არა - ხელისუფლებას.

ზოგჯერ ადამიანს უნებლიეთ მოსდის შეცდომა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, მე კონკრეტულ თამაშში დავუშვი ორი შეცდომა და ამისთვის ბოდიშიც მოვიხადე, მაგრამ არავის სმენია იმ ხალხისგან ბოდიში, ვინც მთელი ცხოვრება საბედისწერო ავტოგოლებით მოდის და მიზანმიმართულად განაგრძობს საკუთარი კარის დალაშქვრას.

- სააღდგომოდ პატიმრების შეწყალება იგეგმება, მაგრამ, ალბათ, გიორგი დემეტრაძეს არ გაათავისუფლებენ...
- აი, სწორედ ასეთი აზროვნების გამო უნდა შეიცვალოს ხელისუფლება! სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი და არა იმაზე დამოკიდებული - კალაძეს რა სურს და სააკაშვილს - რა.

დღეს დემე ამ სისტემაზე მაღლა დგას. მან იცის, რომ ციხეში ზის არა დანაშაულისათვის, არამედ იმისათვის, რომ ვიღაცას ასიამოვნონ, ვიღაცას კი გული ატკინონ.

როგორ შეიძლება, სასამართლო სისტემა ჯიბრზე ან პრინციპზე იდგეს, როდესაც საქმე ადამიანს ეხება? სასამართლო უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და კანონის წინაშე პასუხი ყველამ თანაბრად უნდა აგოს. დემე რომ დამნაშავე ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ როცა ხედავ, რომ უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვა, ამ ქვეყანაში თუ არა, მის ფარგლებს გარეთ მაინც რომ მიაღწიო სამართალს.

სამწუხაროდ, დღეს დემეს მსგავსად, შეკერილი საქმეებით უამრავი უდანაშაულო ადამიანი იტანჯება საპატიმროებში. მინდა, ვანუგეშო მათი ახლობლები - აუცილებლად მივაღწევთ, რომ თითოეული ასეთი საქმე ხელახლა გადაიხედოს!

(იხილეთ სრულად)

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეეეჰ რა გვჭირს ამ ქართველებს ჩვენი სამშობლოა ეს ქვეყანა თუ მტრის კალაძე ბიჭო ნაკრები მიშას ნაცებს და ბიძინას არ ეკუთნის ერს ეკუთვნის და ასეთი არაკაცობა არ უნდა გეკადრებია . მაგრამ გასაკვირი რაა მშობლიური გუნდი სამტრედიაში უფულობით დაიშა მოსახლეობა აჩმევდა საჭმელს ფეღბურთელებს და ფეხბურთელ კაცს მილონერს კაპიკი მაინც გაგეღო ფუი შენს კაცობას. ადრე მაინც წასულიყავი ნაკრებიდან იმედი მაინც არ ექნებოდა მწვრთნელს და იმ ბიჭებს ვინც შენ გაყიდე.
55555
02:31 12-04-2012
0
კალაძე წადი რა გაა..ი რა.დარწმუნებული ვარ ეუროპაში ვინმემ რომ კითხოს კალაძეს რა აზრის ხართ საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზეო იტყვის არა რეალურია და ხელს შეუშლის,იმის მაგივრად რომ დადებითად შეაფასოს ეს აზრი,ჯიბრზეო რომ ამბობს ამ სიტყვებს რასაც ლაპარაკობს მთავრობის ჯიბრზე არ ამბობს,თუ უყვარს თავისი ქვეყანა და ქართველი ხალხი სიტყვით მაინც კარგი თქვას საქართველოზე.ან ის თქავს რომ გაუხარდებოდა ევროპის ჩემპიონატი ჩატარება საქართველოში. ჟურნალისტებო ამას უდა კითხოთ ჯენოას ამბები და არა საქართველოსი
ilia
12:24 12-04-2012
0

სიახლეები პოპულარული