ბაქოს "ინტერმა", რომელსაც საკუთარ მოედანზე 0:0 ჰქონდა ნათამაშები, საპასუხო შეხვედრაში 0:1 წააგო თანაქალაქელ "ნეფთჩისთან". კახა ცხადაძის გუნდის შემადგენლობაში გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა შეუცვლელად ითამაშეს, ბაჩანა ცხადაძე კი თამაშში მეორე ტაიმის მსვლელობისას ჩაერთო.
ფინალში ვერც გიორგი ადამიას "ყარაბახი" გავიდა. არადა, აგდამელებს პირველი მატჩი სტუმრად 1:0 ჰქონდათ მოგებული. "ყარაბახი" 25 აპრილს საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ბაქისთან", დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიაზე
ადამიას ამ შეხვედრაში მონაწილეობა ყვითელი ბარათების ჭარბი რაოდენობის გამო არ მიუღია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"