ლევან მჭედლიძე სერია B-ში დარჩენისთვის იბრძვის

AutoSharing Option
1 მაისს იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" "გუბიოს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ლევან მჭედლიძემ მასპინძელთა შემადგენლობაში ბოლო 10 წუთი ითამაშა, ირაკლი შეყილაძე კი განაცხადშიც არ ყოფილა.

"ემპოლი" ამ გამარჯვებით გასავარდნ ზონას დასცილდა, მაგრამ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ დიდი ბრძოლა მოუწევს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანი" "გენგამს" ეწვია და ფრედ, 1:1 ითამაშა. სტუმართა კარი ყოფილმა დინამოელმა, გაბონელმა დიდიე ოვონომ დაიცვა. მისმა თანაგუნდელმა, "ლე მანის" ძირითადმა კიპერმა გიორგი მაკარიძემ კი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

მაკარიძის გუნდი ლიგა 2-ში დარჩენისთვის იბრძვის და ტურნირის დასრულებამდე
სამი ტურით ადრე სახიფათო ზონას ამდენივე ქულით უსწრებს.

ლეგიონზე საუბარს გიორგი ადამიათი დავასრულებთ. აგდამის "ყარაბახის" ქართველმა შემტევმა აზერბაიჯანულ პრესას განუცხადა, რომ საკუთარ მომავალზე ბოლომდე ჯერ არ ჩამოყალიბებულა და კლუბის შეცვლა არ გამორიცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული