გუჯა რუხაიას გოლმა ნალჩიკის "სპარტაკს" ქულა მოუტანა

AutoSharing Option
7 მაისს რუსულ პრემიერლიგაში ორი მატჩი გაიმართა და ქართველებმა მონაწილეობა ორივეში მიიღეს.

"კრასნოდარი" შინ "კრილია სოვეტოვთან" 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სამივე ჩვენებურმა ითამაშა - ნუკრი რევიშვილი და ალექსანდრე ამისულაშვილი მოედანზე შეუცვლელად იყვნენ, ოთარ მარცვალაძე კი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

უკვე გავარდნილმა ნალჩიკის "სპარტაკმა" სტუმრად "ტომთან" 1:1 ითამაშა. მე-14 წუთზე ანგარიში გუჯა რუხაიამ გახსნა, რომელმაც სრულად ითამაშა. "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში იყო დავით სირაძეც, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული