"კარლსრუეს" ქართველი კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს, ორ წუთში კი მისმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.
აღნიშნულ მატჩში იაშვილმა სეზონში მე-12 გაფრთხილებაც მიიღო.
ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება 14 მაისს გაიმართება.
საფრანგეთი ლიგა 2-ში "ტურმა" "ლე მანი" მიიღო და 2:1 დაამარცხა. "ლე მანის" შემადგენლობაში ტრავმის გამო კვლავ არ გამოჩენილა გიორგი მაკარიძე.
ამირან სანაიამ "ბასტიას" ბოლო
11 მაისს აზერბაიჯანში ზედა ექვსეულის გათამაშება დასრულდა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, ევროპის ლიგის ვაკანტურ საგზურს ბაქოს "ინტერი" მოიპოვებდა თუ აგდამის "ყარაბახი". გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილსა და ამ საგზურს გიორგი ადამიას გუნდი დაეუფლებოდა, მაგრამ "ყარაბახი" სტუმრად მეორეადგილოსან "ხაზართან" 1:4 განადგურდა და ევროსარბიელს მიღმა დარჩა. ადამიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.
"ინტერს" კი ბრინჯაოს მედლები ბაჩანა ცხადაძის გოლმა დაუბევა. "ინტერმა" ბაქოურ დერბიში "ბაქი" 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი ცხადაძე-უმცროსმა 65-ე წუთზე გაიტანა. მის გარდა, ქართველთაგან ამ მატჩში მონაწილეობა ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა მიიღეს, გიორგი ლომაია კი განაცხადშიც არ ყოფილა.
12 მაისს აზერბაიჯანულ პრემიერლიგას ქვედა ექვსეულის გუნდებიც დაასრულებენ.
ლევან ყენიამ კი "შალკეს" ახალგაზრდული გუნდის მაისურით გოლი გაიტანა. "ხუმარათა" სარეზერვო შემადგენლობამ საკონტროლო მატჩში ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრები 4:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ყენია კლუბს შეიცვლის.
"იაშვილი - ნაბიჯი დარჩენისკენ" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"