ალექსანდრე იაშვილის გუნდს პირველი შეხვედრა სტუმრად 1:1 ჰქონდა დასრულებული და იმედი გვქონდა, რომ ამ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, "კარლსრუე" 2:2-ს დასჯერდა და მეორე ბუნდესლიგიდან მესამეში გავარდა.
32-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა იაშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, საგოლე გადაცემა შეასრულა და "კარლსრუემ" ანგარიში 1:1 გახადა.
56-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ "რეგენსბურგმა" 66-ეზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"