არნემის "ვიტესის" ქართველებმა ევროპალიგა თითქმის გაინაღდეს

AutoSharing Option
17 მაისს ჰოლანდიაში ევროპის ლიგაზე გასასვლელი პლეი ოფის პირველი ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ქართველთა "ვიტესმა" სტუმრად "ვაალვიკს" 3:1 სძლია, რითაც, ფაქტობრივად, გაინაღდა ევროპის ლიგის საგზური.

არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჭანტურია ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს და 72-ე წუთზე შეცვალეს, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგო იყო.

ქართველებს საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"ვიტესი" საპასუხო შეხვედრაში "ვაალვიკს" 20 მაისს უმასპინძლებს.

"ვიტესმა"  ევროსაგზური თითქმის გაინაღდა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული