"ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძე კვლავ ტრავმირებულია. სამაგიეროდ, ლიგა 2-ის ბინადრისა და უკვე ლიგა 1-ში აღზევებული "ბასტიას" შემადგენლობაში ამირან სანაია გამოჩნდა. "ისტრთან" სტუმრად 0:1 წაგებულ შეხვედრაში იგი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.
ვაჟა თარხნიშვილი მეთერთმეტედ გახდა მოლდოვას ჩემპიონი. ტირასპოლის "შერიფის" 40 წლის კაპიტანმა ეს ჯილდო ორწლიანი პაუზის შემდეგ მიიღო. შეგახსენებთ, "შერიფმა" შარშან
"მოროკა სვალოვსის" წევრმა გია ნერგაძემ კი სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მიიღო. მართალია, ბოლო მატჩები მას ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ საკუთარი გუნდის წარმატებაში მაინც დიდი წვლილი შეიტანა.
როგორც მოსალოდნელი იყო, "ვიტესმა" ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, არნემელებს პლეი ოფის პირველ მატჩში "ვაალვიკი" სტუმრად 3:1 ჰყავდათ დამარცხებული, შინ კი 2:1 გაიმარჯვეს.
"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, გიორგი ჭანტურია კი სათადარიგო გახლდათ.
"ვიტესი" ევროპალიგაზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"