როგორც ცნობილია, სეზონის დასრულების შემდეგ აგდამის "ყარაბახთან" კონტრაქტი აღარ გააგრძელა აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა გიორგი ადამიამ. "აზერიფუტბოლის" ცნობით, ეს გუნდის ხელმძღვანელობისთვის დიდი შოკი იყო. უკვე ვწერდით, რომ ადამიას "ინტერში" გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.
იყო ალბათობა, კახა ცხადაძის გუნდში გადასულიყო კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - ნუგზარ კვირტია. 27 წლის ნახევარმცველი ბოლოს ბაქოს აზალ-ში თამაშობდა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელთან, ვაგიფ სადიგოვთან კონფლიქტის
სადიგოვი "სუმგაითთან" ქართველის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ ფეხბურთელმა მისი შენიშვნა იწყინა და აზალ-ი დატოვა.
მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კვირტიას ცხადაძე "ინტერში" იწვევდა. ამავე დროს, ქართველი ნახევარმცველით "რავანიც" დაინტერესდა, მაგრამ საბოლოოდ მან ქართველ მწვრთნელთან მუშაობა ამჯობინა, მაგრამ არა ცხადაძესთან, არამედ ზაქათალას "სიმურგში" გიორგი ჩიხრაძესთან.
აზერბაიჯანული გამოცემა "ექსტრატაიმის" ცნობით, უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება ტრანსფერი ფეხბურთელთან, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ჩემპიონატში მოასპარეზე ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ქართველს უწოდებს.
ამასობაში ევროპის ლიგაში გასულმა "ინტერმა" ქართველ მოთამაშეებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა. გიორგი ლომაიამ, ილია კანდელაკმა და ბაჩანა ცხადაძემ ერთწლიანი ხელშეკრულებები გააფორმეს. ვალერი აბრამიძეს კონტრაქტი კი მომავალ წელს უმთავრდება.
ნუგზარ კვირტია ქართველი გულშემატკივრისთვის უცნობი მოთამაშეა. ის თბილისშია დაბადებული, მაგრამ რუსეთშია გაზრდილი და მოსკოვის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა.
14 წლისა საქართველოში ჩამოვიდა და 1999-2000 წლებში თბილისის "დინამოს" დუბლებში გამოდიოდა. 2001 წელს მოსკოვში დაბრუნდა და "ხიმკიში" ჩაირიცხა. მერე იყო კრასნოგორსკის "ზორკი" (2004–06), "რიაზანი" (2007), "ზელენოგრადი" (2008) და "ზნამია ტრუდა" (2009). აზალ-ში კი 2009 წლის შემოდგომაზე ჩაირიცხა.
ვინ არის კვირტია? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"