მოლდოვური მედია: ლევან კორღალიძე, როგორც ლეგენდა

AutoSharing Option
ლევან კორღალიძე კიშინიოვის "დაჩიაში" ორი სეზონი თამაშობდა და წინა სეზონში უეფას ვებგვერდმა მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

32 წლის ნახევარმცველი წელს მეორე კიშინიოვურ გუნდში, "ზიმბრუში" ჩაირიცხა, მაგრამ ახალ გარემოსაც იოლად შეეწყო და იქაც ლიდერი გახდა.

"ნაციონალური დივიზიონის ქართველი ანგელოზი", - ასეთი სათაურით მიუძღვნა მოლდოვურმა ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლმა" ძალზე თბილი წერილი კორღალიძეს, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ.

"ის მოლდოვის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია. გასაოცარია, რომ ჩვენს ჩემპიონატში მონაწილეობის განმავლობაში პირველი ყვითელი ბარათი მხოლოდ მიმდინარე სეზონში, "კოსტულენთან" მატჩში მიიღო.

"მხოლოდ ერთხელ ამიფრიალეს წითელი ბარათი
და ისიც მსაჯთან კამათისთვის. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მას შემდეგ "კოსტულენთან" შეხვედრამდე ყვითელი ბარათიც არ მიმიღია", - ამბობს კორღალიძე.

თამაშითა და მოედანზე ქცევით ლევან კორღალიძე რეალური კანდიდატია, ჩვენი ფეხბურთის ლეგენდა რომ გახდეს.

მას ბავშვობიდანვე ჰყავდა კაშკაშა საფეხბურთო მაგალითი - მამამისი ოთარ კორღალიძე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი იყო.

კიშინიოვის "დაჩიაში" 2008 წელს გადავიდა და თავისი წვლილი შეიტანა, გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად რომ გახდა მოლდოვის ჩემპიონი - მაშინ 32 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

მოლდოვის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კიშინიოვის "ზიმბრუმ" მესამე ადგილი და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება დაიბევა. ლევან კორღალიძე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანმა მოედანზე ბევრი რამ დაამტკიცა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული