32 წლის ნახევარმცველი წელს მეორე კიშინიოვურ გუნდში, "ზიმბრუში" ჩაირიცხა, მაგრამ ახალ გარემოსაც იოლად შეეწყო და იქაც ლიდერი გახდა.
"ნაციონალური დივიზიონის ქართველი ანგელოზი", - ასეთი სათაურით მიუძღვნა მოლდოვურმა ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლმა" ძალზე თბილი წერილი კორღალიძეს, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ.
"ის მოლდოვის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია. გასაოცარია, რომ ჩვენს ჩემპიონატში მონაწილეობის განმავლობაში პირველი ყვითელი ბარათი მხოლოდ მიმდინარე სეზონში, "კოსტულენთან" მატჩში მიიღო.
"მხოლოდ ერთხელ ამიფრიალეს წითელი ბარათი
თამაშითა და მოედანზე ქცევით ლევან კორღალიძე რეალური კანდიდატია, ჩვენი ფეხბურთის ლეგენდა რომ გახდეს.
მას ბავშვობიდანვე ჰყავდა კაშკაშა საფეხბურთო მაგალითი - მამამისი ოთარ კორღალიძე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი იყო.
კიშინიოვის "დაჩიაში" 2008 წელს გადავიდა და თავისი წვლილი შეიტანა, გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად რომ გახდა მოლდოვის ჩემპიონი - მაშინ 32 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.
მოლდოვის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კიშინიოვის "ზიმბრუმ" მესამე ადგილი და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება დაიბევა. ლევან კორღალიძე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანმა მოედანზე ბევრი რამ დაამტკიცა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"