27 მაისს იტალიურმა პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩაწყობილი მატჩების საქმეში არიან ეჭვმიტანილნი.
აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილების დაკავება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, გარიგებაში მონაწილეობა 150-ამდე ფეხბურთელმა მიიღო. დაკავებულ პირთა შორის ყველაზე ცნობადი სახე რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაურია. სამართალდამცველები ამ საქმეს ასევე ანტონიო კონტეს (ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი), ერნან კრესპოსა და კახი კალაძესაც უკავშირებენ.
სამართალდამცველების აზრით,
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ჯენოას" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელებს დომენიკო კრიშიტოსა და კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ახლო მომავალში დაკითხავენ.
ასევე იხილეთ
კახა კალაძის პრესმდივანი: რაიმე ბრალდებაზე საუბარი არასერიოზულია
პოლიციამ ანტონიო კონტეს სახლი გაჩხრიკა