გახოკიძე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო საკითხებს კურირებს და მისგან საინტერესო სიახლეები შევიტყვეთ.
უპირველესად, გურამ კაშიას საკითხს შევეხოთ. როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი არნემის "ვიტესში" წარმატებით დამკვიდრდა და გუნდის კაპიტნადაც აირჩიეს.
როგორც გახოკიძემ გვითხრა, მისი შეძენის სურვილი "ტვენტემ" გამოთქვა, რომელიც ბოლო წლებში "ვიტესზე" გაცილებით წარმატებული კლუბია.
ცოტა ხნის წინ კაშიამ "ვიტესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ ეს ფაქტი მისი "ტვენტეში" გადასვლის შესაძლებლობას სულაც
როგორც იცით, კაშიას გარდა, "ვიტესის" ღირსებას კიდევ ორი ქართველი, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი იცავს. უახლოეს მომავალში გახოკიძე "ვიტესში" მეოთხე ჩვენებურის გამოჩენას გამორიცხავს.
"ამჟამად ეს გამორიცხულია. სამაგიეროდ, შესაძლოა, ახლო მომავალში "ვიტესში" რომელიმე ქართველი ფეხბურთელის გადასვლა კიდევ დადგეს დღის წესრიგში", - გვითხრა გახოკიძემ.
რაც შეეხება "იაგელონიაში" მოთამაშე მერაბ გიგაურს, იგი ქუთაისის "ტორპედოს" საკუთრებად რჩება, თუმცა ფეხბურთელს პოლონეთში დარჩენა სურს და ამ საკითხსაც უახლოეს პერიოდში მოეფინება ნათელი.
ჯერჯერობით კონკრეტული სიახლე არ არის გიორგი აბურჯანიას თაობაზე. ალბათ, გახსოვთ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერით დაინტერესებას შვეიცარიული "ბაზელი" და ბელგიური "გენკი" გამოთქვამდნენ, თუმცა ამ ეტაპზე გიორგი კვლავაც "ოლიმპის" საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელად რჩება.
როგორც გახოკიძემ გვითხრა, აბურჯანიას უცხოურ ტრანსფერს ხელს მისი ასაკი უშლის - გახოკიძე ვარაუდობს, რომ როცა გიორგის 18 წელი შეუსრულდება, რომელიმე საზღვარგარეთულ კლუბთან კონტრაქტს აუცილებლად გააფორმებს.
გახოკიძესთან საუბარში ისიც შევიტყვეთ, რომ მისი მეგობარი და საქმიანი პარტნიორი გიორგი ქინქლაძე მალე, შესაძლოა, "მანჩესტერ სიტიში" რომელიმე თანამდებობაზე ვიხილოთ. ზედმეტია იმის შეხსენება, თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს ქინქლაძეს "სიტიში". ასე რომ, ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახლო მომავალში იგი ძველ კლუბს ახალი სტატუსით დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, ქინქლაძე ამჟამად კვიპროსული "ანორთოსისის" სპორტული დირექტორია, მაგრამ კლუბში გამეფებული ფინანსური კრიზისის გამო მას იქიდან წასვლა სურს.
კაშია ტვენტეში, ქინქლაძე სიტიში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"