ლევან კობიაშვილი გერმანიაში ფეხბურთიდან 2012 წლის ბოლომდე მოკვეთეს!

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიამ დიუსელდორფის სკანდალურ მატჩთან ("ფორტუნა"-"ჰერტა" 2:2) დაკავშირებით, ბერლინის "ჰერტას" აპელაცია გუნდის ფეხბურთელებების დისკვალიფიკაციის ვადის შემცირებაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შედეგად, ლევან კობიაშვილის  დისკვალიფიკაცია არა ერთ წელს, არამედ 2012 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ბერლინელთა ქართველ კაპიტანს  მატჩის მთავარი მსაჯის, ვოლფგანგ შტარკის ფიზიკური შეურაცხყოფა დაბრალდა - შტარკმა ოფიციალურად განაცხადა, კობიაშვილმა კისერში მუშტი მითავაზა და რომ არა მოაჯირი, ექვსმეტრიან კიბეზე დავგორდებოდიო.

შტარკის თქმით, კობის დარტყმის შემდეგ მას სისხლჩაქცევა გაუჩნდა...

გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიის წევრებმა თავიდან 34 წლის ქართველი ფეხბურთელის
ერთი წლით დისკვალიფიკაცია (2012 წლის 16 მაისიდან 2013 წლის 16 მაისამდე) მოითხოვეს.

ასევე იხილეთ:
ბერლინის "ჰერტა" ლევან კობიაშვილისთვის იბრძვის!

გერმანიის საფეხბურთო კავშირი: ლევან კობიაშვილი მოიკვეთოს ერთი წლით!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული